მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, ჯონათან ასკონასი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ლევან ჟორჟოლიანმა მათ ინფორმაცია მიაწოდა იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა, აღნიშნული ფუნქციის განვითარების მიზნით, სარკინიგზო, საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში ახორციელებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. ტრამპის მარშრუტთან და მის პოზიტიურ ეფექტთან დაკავშირებით. დადებითად შეფასდა საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით.
