მმართველი გუნდი საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს
გარე ჩარევებისგან, დეზინფორმაციისგან და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებისგან დაცვა - ეს არის მთავარი არგუმენტები, რომელთა გამოც მმართველი გუნდი საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს. ამ ცვლილებებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. „ქართულ ოცნებაში“ ხაზგასმით ამბობენ, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება არ ეზღუდებათ.
