„იგლ ჰილსის“ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე ოპოზიცია ხელშეკრულების სრულად გასაჯაროებას ითხოვს
„იგლ ჰილსის“ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე ოპოზიცია ხელშეკრულების სრულად გასაჯაროებას ითხოვს. განსაკუთრებით აქტიურობს „ლელოს“ ლიდერი. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები კომერციული სტატუსით გრიფირებას ექვემდებარება. ეს ის შემთხვევაა, როცა ინვესტორს არ სურს, სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების პარალელურად, საქართველოსთვის მიცემული პირობები გასაჯაროვდეს. ეკონომიკის სამინისტროში ხაზგასმით ამბობენ, რომ სახელმწიფო ამ მასშტაბური პროექტის სრულუფლებიანი პარტნიორია.
