ევროკომისიის განახლებული ანგარიში
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, რომელიც სხვადასხვა სფეროში საქართველოს წინსვლას ადასტურებს ამჯერად ევროკომისიის განახლებული ანგარიში დაემატა. ევროკომისიამ „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“ გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7,3% იქნება. ამავე ანგარიშის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვაში მხოლოდ 1.6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევისა და ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა და მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ „ევროკავშირის გაფართოების გზაზე უკრაინაც და მოლდოვაც გაცილებით წინ არიან საქართველოზე“. პაველ ჰერჩინსკის ეს განცხადება, მმართველი გუნდის შეფასებით, ბრიუსელის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია.
