ქართული ოპოზიცია ეუთოს სახელს დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პარალელურად, ვიდრე ქართული დელეგაცია მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, ქართული ოპოზიცია ეუთოს სახელს დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს. მათ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ასამბლეაზე მიიღეს იპიპის კრიტიკული რეზოლუცია საქართველოზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
