აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი საქართველოშია
ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, მისი ვიზიტის მიზანია განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“. ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შეერთებული შტატების შუამავლობით, 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.
