ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს. მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ირკვევა, რომ ის, პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით, ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ საქმიანობას - ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. მსგავსი საქმიანობა ყაზახეთის რესპუბლიკაში კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება. მან ასევე ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ, მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონო მიითვისა.
