„იგლ ჰილსის“ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე ოპოზიცია ხელშეკრულების სრულად გასაჯაროებას ითხოვს
განსაკუთრებით აქტიურობს „ლელოს“ ლიდერი. პრემიერ მინისტრი განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები კომერციული სტატუსით გრიფირებას ექვემდებარება. ეს ის შემთხვევაა, როცა ინვესტორს არ სურს სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების პარალელურად საქართველოსთვის მიცემული პირობები გასაჯაროვდეს. ხელისუფლება მამუკა ხაზარაძეს უარგუმენტო კრიტიკაზე და ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შორის გაფორმებულ ანალოგიურ ხელშეკრულებაზე მიუთითებს. ლელო თავის მართლებას ცდილობს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
