ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ორპარტიული კანონპროექტის განხილვა დააანონსა
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში რესპუბლიკელი სენატორი წერს, რომ პროექტი უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს, პრეზიდენტ ტრამპს კი საშუალებას მისცემს, მეორადი სანქციები და ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ გაზსა და ნავთობს ყიდულობენ.
