ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 128-ე შეხვედრა იმართება
მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე, გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. ქართული მხარე უკანონოდ დაკავებულთა უპირობო გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს, ასევე იმსჯელებს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხსა და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე.
