განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ჩინეთში ნან-ჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ჩინეთში ნან-ჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სწავლების თანამედროვე მიდგომას გაეცნო. გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ნან-ჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტსა და საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას.
