შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ეხება
პოლიციის შესახებ კანონპროექტით, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა იზრდება. 7 000 ლარის ნაცვლად, პოლიციელს გადაეცემა 20 000 ლარი, ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში კი 10 000 ლარი. კანონს დაემატება შვებულება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა.
