საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯარიმები იზრდება
გზაზე მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა, მართვის დროს მობილურით სარგებლობა, დგომა- გაჩერების წესის დარღვევა - ყველა დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება ავტობუსის ზოლში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა ტრანსპორტის საპირისპირო მოძრაობაზე - გამოიწვევს ორას ლარიან ჯარიმას. ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
