აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებაზე ცვლილებებია
ხმოვანი იარაღის საქართველოში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას. მისი მოქალაქის მიერ შეძენა შესაძლებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით. წიწაკის სპრეის იმპორტიც დაექვემდებარება ნებართვას. მისი შეძენაც ასევე შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის შესაბამისი ცნობით. ელექტროშოკური მოწყობილობა კი საერთოდ აიკრძალება- მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები, საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად, შეძლებენ ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანას და გამოყენებას.
