ამერიკული ავიამზიდი ვენესუელას მიუახლოვდა
შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ვენესუელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს, პარალელურად, ვაშინგტონი ვენესუელური კარტელის „ლოს სოლეს“, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასაც გეგმავს. ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, დონალდ ტრამპი მადუროსთან დიალოგს არ გამორიცხავს.
