საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს
მინისტრი შეხვდება კოლეგას, ქნესეთის სპიკერს, ეროვნული უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრებს. მაკა ბოჭორიშვილს შეხვედრა აქვს დაგეგმილი იერუსალიმის პატრიარქთან. ვიზიტის ფარგლებში გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს.
