ჩეხეთში, ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო
ჩეხეთში, ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ზურაბ ამონაშვილის მომზადებულმა გუნდმა მეოთხედფინალში პოლონეთის ნაკრები 64:7 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. გამარჯვებულებს შორის დუბლი გიორგი ზაზაძემ, ლუკა ტაბატაძემ და დავით არობელიძემ შეასრულეს, თითო ლელო კი ნიკოლოზ ჩხორთოლიას, ავთანდილ ზვიადაძის, გოჩა ფიცხელაურისა და საბა გიორგიძის ანგარიშზეა. ნახევარფინალში საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება და მატჩი 18 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.
