იაპონიის კუნძულ კიუსიუზე ვულკანი საკურამა გააქტიურდა
იაპონიის კუნძულ კიუსიუზე ვულკანი საკურამა გააქტიურდა. კრატერიდან რამდენიმეჯერ ამოფრქვეული ფერფლის ღრუბელმა სიმაღლეში ოთხ-ნახევარ კილომეტრს მიაღწია, რის გამოც კუნძულის თავზე უსაფრთხოების მიზნით ავიარეისები გააუქმეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს თითქმის 13 თვის განმავლობაში საკურაჯიმას პირველი ამოფრქვევაა. საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა ინტენსივობის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება.
