მექსიკაში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე შეტაკებისას 120 ადამიანი დაშავდა
მექსიკაში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე შეტაკებისას 120 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 100 პოლიციელია. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ჯებირების ნაწილი მოანგრიეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს. აქცია პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის მთავრობისა და ქვეყანაში არსებული კრიმინალური ვითარების წინააღმდეგ იმართებოდა. მსვლელობები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. მათი ორგანიზატორები „ჯენზი“ თაობის ახალგაზრდული ჯგუფები იყვნენ, პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ მარშები მემარჯვენე პოლიტიკოსების მიერ არის დაფინანსებული.
