დიდი ბრიტანეთი საიმიგრაციო სისტემაში მასშტაბურ რეფორმას გეგმავს
დიდი ბრიტანეთი საიმიგრაციო სისტემაში მასშტაბურ რეფორმას გეგმავს, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი სავარაუდოდ ხვალ წარადგენს. რეფორმის მიზანი გაერთიანებულ სამეფოში ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებისთვის არც ისე მომხიბლვლელი იქნება. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახელობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ იმიგრაციაა.
