ფინეთის პრეზიდენტი: ბუდაპეშტში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ჩაშლა რუსეთისთვის სტრატეგიული შეცდომაა
ბუდაპეშტში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ჩაშლა რუსეთისთვის სტრატეგიული შეცდომაა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა „ესოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ალექსანდრ სტუბის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ, შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სავარაუდოდ, გააცნობიერა, რომ რუსები არანაირ დათმობაზე არ წავიდნენ. „პუტინს სურს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უარყოფა და ეს მიზნები არ შეცვლილა ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგაც“, – აღნიშნა სტუბმა.
