ოფიციალურად ისევ ბუნდოვანია რას მოიცავს გიორგი გახარიას საქმიანობა „ჰერტის“ სკოლაში
ოფიციალურად ისევ ბუნდოვანია რას მოიცავს გიორგი გახარიას საქმიანობა „ჰერტის“ სკოლაში. მესამე დღეა, „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვაზე, სკოლისგან პასუხი არ მიგვიღია. გერმანიაში გაქცეული, ბრალდებული გახარია პარტიული საქმიანობისთვის, სწორედ „ჰერტის“ სკოლის საფარქვეშ ფინანსდება. სკოლას კი მჭიდრო კავშირი აქვს, ტრამპის მიერ მხილებულ ნედთან. გახარია უცხოელი პოლიტიკური აქტორების იმედადაა დარჩენილი. მისი დამალული საქმიანობა კი, ვიწროპარტიული ინტერესების გასატარებლად შეხვედრები და ინტერვიუებია, ამ ყველაფრის დასაფარად გახარიამ მკვლევრის სტატუსი მიიღო და სტიპენდიატი გახდა. სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებული რამდენიმე თვეა თავს გერმანიას აფარებს.
