ქვეყნის განვითარებისთვის მასშტაბური ეფექტის ფონზე, რადიკალების გააქტიურება არ უკვირს მთავრობის მეთაურს
ქვეყნის განვითარებისთვის მასშტაბური ეფექტის ფონზე, რადიკალების გააქტიურება არ უკვირს მთავრობის მეთაურს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია და ქვეყნის იმიჯის დაზიანების მცდელობა ჩავარდა. ირაკლი კობახიძე ხაზგასმით ამბობს, რომ სიცრუეა თითქოს „იგლ ჰილსის“ პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის და ტერმინი - საქართველოს „არაბიზაცია“, მითია. ისტორიული ინვესტიცია საქართველოსთვის, რომელიც ეკონომიკის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს.
