არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, ფედერალური ძალების მიერ ჩატარებული რეიდები ჩრდილოთ კაროლინას ქალაქ შარლოტში გააპროტესტეს
არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, ფედერალური ძალების მიერ ჩატარებული რეიდები ჩრდილოთ კაროლინას ქალაქ შარლოტში გააპროტესტეს. დემონსტრანტებთან ერთად შტატის ადგილობრივი მმართველობა, უკმაყოფილებას იმის გამოც გამოთქვამს, რომ საბაჟო და საიმიგრაციო ბიუროს თანამშრომლებმა ოპერაციის გეგმასა და მისი შედეგებისა და დაკავებულების რაოდენობაზე ცნობა არ წარმოადგინეს.
