უნგრეთი ევროპული სამშვიდობო ფონდის, 1,5 მილიონიან წილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაცვლად, ლიბანის არმიის მხარდასაჭერად გაგზავნის
უნგრეთი ევროპული სამშვიდობო ფონდის, 1,5 მილიონიან წილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაცვლად, ლიბანის არმიის მხარდასაჭერად გაგზავნის. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა. პიტერ სიიარტოს თქმით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხილვა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.
