ტრამპის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ გარკვეულ ტრანზაქციებზე საშეღავათო პერიოდი გაახანგრძლივა
ტრამპის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ გარკვეულ ტრანზაქციებზე საშეღავათო პერიოდი გაახანგრძლივა. სახაზონო დეპარტამენტმა კომპანიებს მისცა ნებართვა, „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვაზე მოლაპარაკებები, 13 დეკემბრამდე აწარმოონ. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას – „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“ სანქციები ოქტომბერში დაუწესა.
