რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის აღების შესახებ იუწყება
რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის აღების შესახებ იუწყება. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა არმიამ უკრაინული თავდაცვითი საწარმო კომპლექსის ენერგო ობიექტები დაბომბა. იერიში სამხედრო აეროდრომსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის კავშირგაბმულობის ობიექტებზე მიიტანა. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ცნობას უკრაინის შეიარაღებული ძალებიც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალები განაგრძობს აქტიურ შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოჩერეტინოს მიმართულებით. უკარინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში რუსეთის ქალაქ რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა.
