რუსთავს სომხეთის ქალაქ იჯევანის დელეგაცია ესტუმრა
რუსთავს სომხეთის ქალაქ იჯევანის დელეგაცია ესტუმრა. დამეგობრებული ქალაქის მერსა და იჯევანის მერიის სხვა წარმომადგენლებს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, მერის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. რუსთავსა და იჯევანს შორის ტურიზმის, სპორტის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სომეხმა სტუმრებმა, რუსთავის ციხე-ქალაქზე და შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები, ციფრული განვითარების და მუნიციპალური სერვისების ცენტრები, რუსთავის სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. რუსთავსა და იჯევანს შორის, ტურიზმის, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმი, 2023 წელს გაფორმდა.
