საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ზემო აჭარაში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ზემო აჭარაში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. სამი კლინიკის მედიკოსებმა, კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური და სხვა ზოგადი პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. მძიმე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციარებს კი მოძრავი ამბულატორიის მეშვეობით, ექიმები ოჯახებში ეწვივნენ. ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის აქციები, ქვეყნის მასშტაბით, ისევ ჩატარდება.
