ბელგიის ქალაქ ანტვერპენის, წმინდა ნინოს ტაძართან არსებული ბერი გაბრიელის სახელობის ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი „ჩვენ დავბრუნდებით“ 10 წლისაა
ბელგიის ქალაქ ანტვერპენის, წმინდა ნინოს ტაძართან არსებული ბერი გაბრიელის სახელობის ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი „ჩვენ დავბრუნდებით“ 10 წლისაა. ღონისძიებას ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ. ანტვერპენში მოქმედი ლიტერატურული თეატრისა და სკოლის ეროვნულ მნიშვნელობაზე ნიდერლანდების და ბელგიის სამეფოების ელჩებმა, ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლებმა და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა ისაუბრეს. სკოლისა და თეატრის დამფუძნებელმა კი გასული 10 წლის ნაღვაწი, წიგნის სახით წარუდგინა მოწვეულ სტუმრებს. მაყურებელმა კინორეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი სპექტაკლი "ოთარაანთ ქვრივი" იხილა, რომლის ინსცენირება მანანა ხორბალაძეს ეკუთვნის.
