აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია საბერძნეთში, თესალონიკის ტურისტულ გამოფენაზე მიმდინარეობს
აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია საბერძნეთში, თესალონიკის ტურისტულ გამოფენაზე მიმდინარეობს. რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევს რეკლამირებას. ბერძენი ვიზიტორების ინტერესი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით მაღალია, რასაც ხელს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი ფრენები უწყობს. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრებს მართავს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან და კონტენტ-კრეატორებთან.
