ელდარ მდინარაძე დაკრძალეს
ქართული კულტურისა და ხელოვნების ერთგულ მოამაგე, ელდარ მდინარაძე, ოზურგეთის საკათედრო ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ელდარ მდინარაძემ ქართული დოკუმენტური კინო მნიშვნელოვანი ეპოქალური ნამუშევრებით გაამდიდრა. მისმა ნამუშევრებმა კი არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. არის 70-მდე სატელევიზიო ფილმის პროდიუსერი. ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, 11 ნოემბერს გარდაიცვალა. სხვადასხვა დროს, ელდარ მდინარაძე, მუშაობდა ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ და იყო ტელეკომპანია მზის გენერალური დირექტორი. რამდენიმე კვირის წინ, მას ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
