საქართველო 38:17 კანადა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ მატჩების ეგიდით მორიგი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა მორაგბეებმა ბათუმში ამერიკის შემდეგ კანადასაც სძლიეს და მსოფლიო რეიტინგში ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს. ჩვენი ქვეყნის გუნდმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანა და გულშემატკივარს სანახაობრივი თამაში შესთავაზა. მომდევნო გამოწვევა იაპონიაა, რომელსაც რიჩარდ ქოქრილის გუნდი ზუსტად ერთ კვირაში დაუპირისპირდება
