კორუფციული სკანდალი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურების პირობას დებს. ზელენსკის განკარგულებით, სახელმწიფო კომპანიებში მასობრივი აუდიტი დაიწყო, რომლის შედეგებიც სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეგზავნება. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაურიანი კორუფციული სკანდალი, რომელშიც უკრაინელი მაღალჩინოსნები და პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრები ფიგურირებენ. 100 მილიონი დოლარის მითვისების ფაქტი უკრაინის ენერგოსექტორში ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოავლინა, რომლის ავტონომიის შეზღუდვასაც უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ აპირებდა, თუმცა მოსახლეობის პროტესტმა და დასავლეთის ზეწოლამ უკან დახევა აიძულა
