კომერციული მოსყიდვა - დაკავებული დამნაშავე
საფლავის უკანონოდ გაყიდვის ფაქტზე, „ჰერმესის“ ზედამხედველი დააკავეს, რომელიც მოქალაქეს დაჰპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე, საკუთრებაში გადასცემდა სამადგილიან საფლავს და დაუმზადებდა მოწმობას, რომელშიც ჩაიწერებოდა თითქოს ტერიტორიაზე, მანამდე მოქალაქის ბაბუა იყო დაკრძალული. სანაცვლოდ კი 4600 ლარი მოითხოვა. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა
