მცირეწლოვანზე მოძალადე ძიძა
მცირეწლოვანზე ფიზიკურად ძალადობაში ბრალდებულ ძიძას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მანამდე კი ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ძალადობის შემთხვევა ოჯახის ვიდეოკამერამ 11 ნოემბერს დააფიქსირა
