მწვანე ენერგეტიკული დერეფანი
გლობალური გამოწვევებისა და ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე ახალი და ალტერნატიული ენერგო მარშრუტები სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ სწორედ ერთ-ერთი ასეთი მარშრუტია, რომელმაც ევროპის ენერგო-უსაფრთხოება უნდა გაზარდოს. ამ დერეფანში კი საქართველოს აზერბაიჯანთან ერთად საკვანძო ადგილი უკავია. თბილისში მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მე-11 მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალზე აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლებთან ერთად წყალქვეშა კაბელისა და მწვანე კორიდორის პროექტების სამომავლო კოორდინაციის საკითხები განიხილეს. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ, როგორია სუფთა ენერგიის გადაცემის მარშრუტის პერსპექტივა სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის
