საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, არენა 2-ში სპორტულ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „Tbilisi Open 2025“ მიმდინარეობს
საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, არენა 2-ში სპორტულ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი — „ოფენ თბილისი“ — მიმდინარეობს. შეჯიბრებაში 5 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. დღეს უფროსი ასაკის სპორტსმენები წარდგებიან, ხვალ კი უმცროსი კარატისტების ასპარეზობით დასრულდება. „ოფენ თბილისი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრების წევრი კარატისტებისთვის, რომლებიც თვის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ჩვენი ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონატის სალიცენზიო ბარათი 4 სპორტსმენს — ცოტნე სორდიას, მერაბ გელაშვილს, მარიამ ვასაძესა და ლიზი ზვიადაურს — აქვთ მოპოვებული
