დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის პრინცთან შეთანხმების დადებას აპირებს, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს საშუალება მიეცემა F35 ტიპის გამანადგურებლები შეიძინოს
დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის პრინცთან შეთანხმების დადებას აპირებს, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს საშუალება მიეცემა F35 ტიპის გამანადგურებლები შეიძინოს. ინფორმაციას „ბუმბერგ ნიუსი“ თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტრამპი და მოჰამედ ბინ-სალმანი თეთრ სახლში შეხვედრისას ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში შეთანხმებების გაფორმებას გეგმავენ. შეხვედრა 18 ნოემბერს უნდა გაიმართოს
