ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის „შემოსავლის მომტანი ინიციატივების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის, შემოსავლის მომტანი ინიციატივების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსი მიზნად ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და არსებული მცირე ბიზნესების განვითარებას ისახავს. პროექტები მეფუტკრეობის, სამშენებლო საქმიანობის, ტურისტული სერვისების და შინამეურნეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კონკურსი კი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ს ფარგლებში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა
