აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მეციტრუსე ფერმერებთან ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მეციტრუსე ფერმერებთან, ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და საექსპორტო ბაზრებზე მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების გზებზე იმსჯელეს. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ყველა რესურსი მობილიზებულია, ციტრუსის რეალიზაციისთვის, რათა აგრარული სექტორი მაქსიმალურად მომგებიანი გახდეს თითოეული ფერმერისთვის. ციტრუსის ხარისხის და მოსავლიანობის გათვალისწინებით, 2025 წელი ფერმერებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. აჭარაში, 60 ათას ტონაზე მეტ მოსავალს ელოდებიან, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია. ციტრუსის შეუფერხებელი სეზონის უზრუნველსაყოფად, აჭარის მთავრობის მიერ არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამაც ხორციელდება
