2025 წლის 10 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 მილიონ 155 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც გასულ წელთან შედარებით 10 პროცენტითაა გაზრდილი
2025 წლის 10 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 მილიონ 155 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც გასულ წელთან შედარებით 10 პროცენტითაა გაზრდილი. ყველაზე მეტი სტუმარი, სათაფლიას, პრომეთეს მღვიმეს, მტირალას პარკს, მარტვილისა და წალკის კანიონებზე იყო. გაზრდილია უცხოელი ვიზიტორების რაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის ზრდად ინტერესს საერთაშორისო მასშტაბით. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა მატების ერთ-ერთი მიზეზი, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი სერვისების დანერგვაა
