დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა 6-თვიანი ეროვნული სამხედრო სამსახური დაასრულეს
დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა 6-თვიანი ეროვნული სამხედრო სამსახური დაასრულეს. ღონისძიება სენაკში, 31-ე ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. სამხედროებმა უწყებრივი მედლები და მადლობის სიგელებიც მიიღეს. სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა. სამხედროები დასავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გააგრძელებენ. მათ 6 თვის განმავლობაში ტაქტიკა, ტოპოგრაფია, სამხედრო საინჟინრო, სამედიცინო, სამთო და საცეცხლე მომზადება გაიარეს. 2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან
