ჯანდაცვის მინისტრი წამყვანი საერთაშორისო კლინიკებისა და უნივერსიტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი წამყვანი საერთაშორისო კლინიკებისა და უნივერსიტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შეხვდა. მათ შორის იყო ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში სამედიცინო სექტორის კიდევ უფრო განვითარებას
