პოლიციელთა სოციალური გარანტიები მნიშვნელოვნად უმჯობესდება
პოლიციელთა სოციალური გარანტიები მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ორმაგდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში. ცვლილებების თანახმად ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ფულადი დახმარების ოდენობაც იზრდება. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 1 წლის ვადით, და მას ჯანმრთელობისთვის საჭირო ხარჯებიც დაუფინანსდება. შვებულება შეიძლება მიეცეს არამხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაზიანებულს არამედ სხვადასხვა ავადმყოფობის შემთხვევაშიც
