საფლავის უკანონოდ გაყიდვის ფაქტზე, „ჰერმესის“ ზედამხედველი დააკავეს
საფლავის უკანონოდ გაყიდვის ფაქტზე, „ჰერმესის“ ზედამხედველი დააკავეს, რომელიც მოქალაქეს დაჰპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე, საკუთრებაში გადასცემდა სამადგილიან საფლავს და დაუმზადებდა მოწმობას, რომელშიც ჩაიწერებოდა თითქოს ტერიტორიაზე, მანამდე მოქალაქის ბაბუა იყო დაკრძალული. სანაცვლოდ 4600 ლარი მოითხოვა. 3 და 5 ნოემბერს ბრალდებულმა თანხის ნაწილი 2100 ლარი აიღო, 14 ნოემბერს კი საფლავის მოწმობა გადასცა და დარჩენილი - 2500 ლარი გამოართვა. მუხათგვერდის სასაფლაო თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და კანონით გარდაცვალების ცნობის გარეშე საფლავის გასხვისება არ შეიძლება. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა
