პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მცირეწლოვნის ძიძას, რომელიც ძალადობის ფაქტზე დააკავეს
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მცირეწლოვნის ძიძას, რომელიც ძალადობის ფაქტზე დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა, რომელიც ოჯახში იყო დასაქმებული, 11 ნოემბერს, თბილისში 1 წლის და 6 თვის მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი კადრები ოჯახში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება
