თბილისის მერი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ყალბ ამბავს ეხმაურება
თბილისის მერი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ, ყალბ ამბავს ეხმაურება, თითქოს „მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა“. კახა კალაძის განმარტებით, როდესაც დედაქალაქში ტაძრის მშენებლობა იგეგმება, საპატრიარქო ამის შესახებ თბილისის მერიას ყოველთვის აცნობებს, რაც ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. დაუსრულებელ, მცირე ზომის ნაგებობას, ჩაუტარდა დემონტაჟი, რადგან როგორც ტერიტორია, ისე მშენებლობა, კახა კალაძის თქმით იყო სრულიად უკანონო. ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით კი, სამართალდამრღვევი მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა, რომელმაც მოთხოვნა არ გაითვალისწინა. თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალური ინსპექცია მომავალშიც მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში კანონის ფარგლებში იმოქმედებსთბილისის მერი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ყალბ ამბავს ეხმაურება
