საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩების ეგიდით დღეს, მეორე შეხვედრას ჩაატარებს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩების ეგიდით დღეს, მეორე შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქე კანადის ნაკრებია, რომელსაც ბორჯღალოსნები კვლავ ბათუმში უმასპინძლებენ. ქართველ მორაგბეებს მეტოქესთან აქამდე 7 მატჩი აქვთ ჩატარებული, რომელთაგანაც 4-ჯერ გაიმარჯვეს, ხოლო 3-ჯერ დამარცხდნენ. შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს, ტრადიციულად ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებთ
