ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს 100 წელი შეუსრულდა
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს 100 წელი შეუსრულდა. საიუბილეო სეზონის ფარგლებში გამართულ რიგით მეორე კონცერტზე ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს , პოლონეთის ბალტიის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა - მაესტრო გოგი ჭიჭინაძემ უდირიჟორა. მოცარტის 27-ე საფორტეპიანო კონცერტი კი ქართველმა პიანისტმა - ალექსანდრე კორსანტიამ შეასრულა. საიუბილეო სეზონი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 5 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სიმფონიური მუსიკის კონცერტები ცნობილი ქართველი და უცხოელი დირიჟორებისა და სოლისტების მონაწილეობით იმართება
